22.07.2014

მოდული 8

დღეს დავასრულე პროექტის პორტფელიოზე მუშაობა და მოვამზადე ჩვენებისათვის

გადავიტანე  google drive- ში და დავუკავშირე ჩემს ბლოგს

ვიმუშავე ბლოგის დიზაინის შექმნაზე, დავამატე გაჯეტები, ჩავსვი ვიდეო



21.07.2014

მოდული 7

გადავხედე აღნიშნული მოდულის აქტივობებს ინტელის სახელმძღანელოში 

 განვიხილეთ, როგორ შევქმნათ სასწავლო გარემო პროექტებზე დაფუძნებული სწავლების წარმართვისათვის, როგორ მოვახერხოთ ფასილიტაცია ტექნოლოგიებით

   შევქმენი დამხმარე რესურსი, რომელიც საჭიროა შევთავაზოთ მოსწავლეებს (ამ ეტაპზე პროექტზე მუშაობის დაწყებისას), რათა გაუადვილდეთ მუშაობა

მოდიფიცირება გავუკეთე სასწავლო პროექტის გეგმას

განვიხილეთ სახელმძღვანელოში მითითებული პროფესიული განვითარებისა და ტექნოლოგიური რესურსების წყაროები  მასწავლებლებისთვის

მოდული 6

ამჯერად ვიმუშავე ჩვენი პროექტის გეგმის იმ პუნქტზე რომელიც ითვალისწინებდა დიფერენცირებულ სწავლებას. მისი შემადგენელი კომპონენტებია:   სპეციალური საჭიროებები, არაქართულენოვანი მოსწავლეები  (მოსწავლეები, რომლებისთვის სწავლების ენა არ არის მშობლიური),  მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები.

კიდევ ერთხელ გადავხედე სავარაუდო ნაშრომს, შეფასების რუბრიკებისა და სასწავლო მიზნების შესაბამისობას. გამოვიყენე პორტფოლიოს რუბრიკა, რომელიც განთავსებულია რესურსების ჩანართის ჯგუფში შეფასებები  და გადავხედე ჩემი  პროექტის გეგმას შევსებისა და შესწორების მიზნით

მოდული 5

 გავეცანით  როგორ გამოვიყენოთ სახელმძღვანელოზე თანდართული  რუბრიკების,  ქულების მინიჭების სქემების და ჩეკლისტების  ნიმუშები  ჩვენს პროექტზე მუშაობისას

 შევადგინე მოსწავლის ნამუშევრის შეფასების რუბრიკა

შევისწავლეთ google-ეს დისკზე ინფორმაციის გაზიარება.

მოდული 4


      სახელმძღვანელოში გავეცანით   მოდულის აქტივობებს.
             
     განვიხილეთ, თუ როგორ უნდა ვასწავლოთ მოსწავლეებს   ინტერნეტის  გამოყენება პროექტზე მუშაობის დროს

     გავაკეთეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი

    პროექტის გეგმაში შევიტანე სათანადო ცვლილებები.

16.07.2014

მოდული 3

   ამ მოდულში გავეცანით 

  • ინტერაქტიულ ინტერნეტრესურსებს მოსწავლეთა თანამშრომლობისა და კომუნიკაციის ხელშესაწყობად. 
  • ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებული სამართლებრივი და ეთიკური პრაქტიკის მოდელირებას
  •   საკომუნიკაციო საშუალებებს ელ - ფოსტა, google-draiv, blogger.com მათი გამოყენების დადებითი და უარყოფითი მხარეებს

საინტერესო დღე გამოვიდა :)

მოდული 2


დღეს ვიმუშავე პროექტის გეგმის შედგენაზე შაბლონის მიხედვით.

 შევარჩიე პროექტის სათაური, კლასი, მიზნები,  მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები, შესაბამისი სტანდარტები ესგ-ს მიხედვით, 21-ე საუკუნის უნარჩვევები

გავაკეთე პროექტის გეგმის პრეზენტაციის ნაწილი  PowerPoint-ში

მოდული 1


ამ მოდულის ფარგლებში მე ვისწავლე სასწავლო პროექტების გეგმაზე მუშაობა.

გავეცანი ელექტრონულ წიგნს სახელწოდებით პროექტებით სწავლება.ეს  არის

სახელმძღვანელო, რომელიც გვეხმარება პროექტები  ვაკეთოთ  კომპიუტერული ტექნოლოგიების  ეფექტური გამოყენებით.

 შევქმენი პროექტის პორტფოლიო, რომელიც სხვადასხვა საქაღალდეებისგან შედგება.

 გავეცანით 21 საუკუნის უნარ-ჩვევების დოკუმენტს, საგნის შესაბამისად ავირჩიეთ ჩვენთვის მისაღები. დავათვალიერეთ რესურსები, სადაც იყო მრავალფეროვანი მასალა სხვადასხვა საგნების მიხედვით.

  გავეცანით პროექტის  მოთხოვნებს . განვიხილეთ ნიმუში , რომლის მიხედვითაც შევქმენით ახალი , საკუთარი  ნიმუში.